Anouki Bicholla Fall Winter 11/12 კოლექციით წარსდგა უკრაინის მოდის კვირეულზე. ძალიან ბევრ ქართულ საიტზე დაიწერა განსხვავებული სტატიები, დაიდო სიუჟეტები, LOOKBOOK–ები და Collection-ები. მეც გადავწყვიტე ჩემი საკუთარი აზრი გამოვთქვა ამ ტანდემის შესახებ, რომელსაც წარმოადგენენ, ანუკი არეშიძე დამწყები დიზაინერი და საქართველოსა და უკვე იტალიაშიც ძალიან ცნობილი ფეხბურთელის კახი კალაძის მეუღლე და ბიჭოლა თეთრაძე, ქართველი დიზაინერი, რომელიც არც თუ ისე დიდიხანია რაც ქართული მოდის სამყაროში გამოჩნდა. მათ ერთად უკვე შეძლეს UFW-ზე მოხვედრა.
ჩვენება performance-ით დაიწყო, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობდნენ, ეს დიდად გასაკვირი არ არის მაგრამ როდესაც ეს მამაკაცები ქალის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში არიან გამოწყობილნი ეს "ცოტა არ იყოს" და აღსანიშნავია. ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. ბევრ დიზაინერს აქვს იმის სურვილი, რომ ჩვენება არ იყოს მოსაწყენი და show დადგას, თანაც ორიგინალური, რადგან ჩვეულებრივ PERFORMANCE-ს კრიტიკოსების სრულიად ჩვეულებრივი რეაქციაც მოსდევს ხოლმე.
ახლა კი რაც შეეხება კოლექციას, ფერებიდან ჭარბობდა: შავი, ნარინჯისფერი, ხორცისფერი, მაგრამ დომინანტური მაინც ნარინჯისფერი იყო. მატერია: ძირითადად ტყავის, უხეში ქსოვილი დრაფისა და ჰაეროვანი აბრეშუმის ნაზავი. ფეხსაცმელიც , ასევე ტყავის, ოთხკუთხედის ფორმის მაღალი უხეში ქუსლით, წინ მაღალი პლატფორმით, ფერი – შერეული. აქსესუარების მხრივ კოლექცია მსუბუქად იყო დატვირთული: მხოლოდ რამდენიმე მასიური, თვლებით გაფორმებული ყელსაბამები, რომელმაც oscar de la renta გამახსენა და წვრილი, წელის ქამრები. მაკიაჟი: არასტანდარტული და ამასთანავე ძალიან უბრალო.
მთლიანობაში კოლექცია იყო საინტერესო და კარგად შეხამებული, მაგრამ არა ახლისმომცემი და ყველა ლუქი უკვე კარგად ნაცნობის და ნანახის შათაბეჭდილებას ტოვებდა. ანუკი არეშიძისათვის ეს მხოლოდ მეორე კოლექციაა და კრიტიკის ქარცეცხლში გატარებას არ იმსახურებს, რაც შეეხება მის აქსესუარს იგი ნამდვილად მაგონებს ANNA DELLO RUSSOS-ს სტილს, კერძოდ კი ანას ორგინალური piers atkinson - ის აბადოკები უკვე ანუკისაც ამშვენებს.
ძალიან მომწონს ანოუკიი!!
ReplyDeleteმისი ჩაცმის სტილი და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია :)
xo mec momwons dzaan, lamazia kargia magram sxvas ro mibadza ragac mainc da mainc ar momewona, mitumetes rodesac im "sxvas" mteli msoflio icnobs
ReplyDeleteSxvas? ara mgonia anuki sxvas bazavdes tu oscar de la rentas gulisxmob,gansxvaveba ca da dedamicaa.dzalian magari gogoa anuki,mas cin mteli cxovreba akvs da darcmunebuli var ert dgesac cnobili brandebis gverdze vixilavt anoukis brands,amashi mas nichi,gemovneba da bevri sxva faqtori uckobs xels.
ReplyDeleteme ar mitqvams sxvas badzavstqo), me ubralod oscar de la rentas yelsabamebs mivamsgavse da didi gansxvavebaa am or natqvams shoris, da arc is mitqvams rom unicho da ugemovnoa, piriqit vtvli rom dzalian gemovnebiania da dzalian didi momavali aqvs.
ReplyDeletesxvatashoris, pirvelad anoukis eketa eg aqsesuari tu anna dello russos, sakitxavia. damijeret, anouki gamochnda pirveli msgavsi aqsesuarebit da annasac swored man miaswavla italiashi is dizaineri, romelic am tipis abadokebs qmnis. ase rom, anouki ki ar badzavs, anoukis badzaven! :) :) :)
ReplyDeletejer kargad gaarkvie da mere ise ilaparake sayvarelo ;) sad iyo anouki anna dello russos mteli msoflio ro icnobda tavisi abadokebit )))))))))) dzalian sasaciloa ))
ReplyDelete