Pages

Saturday, May 21, 2011

Oscar de la renta's 2012

16 თებერვალს NY-ში Park Avenue–ზე მდებარე ეკლესიაში გაიმართა Oscar de la renta–ს resort 2012–ის ჩვენება. მისი შთაგონების წყარო უდაოდ პაბლო პიკასო და მისი კუბისტური პერიოდი იყო.  გამოიყენა თითქმის ყველანაირი ფერი, ასევე განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო წარმოდგენილი ლუქები. 63 კოსტუმს შორის იყო: შარვლები, პიჯაკები, როგორც ყოველდღიური ასევე საღამოს კაბები, ქვედაბოლოები, ქუდები და ერთი–ორი საცურაო კოსტუმიც კი. კოლექცია საკმაო დახვეწილობით გამოირჩეოდა. მაგალითად მე 63 კოსტუმიდან მინიმუმ 50 მომეწონა. ფეხსაცმელებს რაც შეეხება არ იყო სტანდარტული და ყველა ლუქს თავისი დამახასიათებელი და შესაბამისი ფერის ამშვენებდა. იშიათად იყო გამოყენებული ჩანთები და აქსესუარები, თუმცა დიზაინერს არ დავიწყებია ორიგინალური ყელსაბამები, რომელიც ძალიან ამდიდრებდა თითოეულ კოსტუმს. Oscar de la renta–ს არც ნაჭრების არჩევის მხრივ არ შეუზღუდავს თავი და აქაც მრავალფეროვანი არჩევანით წარმოგვიდგა. საღამოს კაბებიც ჩვეული დახვეწილობით და ქალურობთ ხასიათდებოდა.

Pablo Picasso - still life with mandolin

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...