ალბათ უკვე იცით, რომ BALMAIN-ს ტოვებს არტ–დირექტორი Christophe Decarnin, დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მის ადგილს დაიკავებს ახალგაზრდა, ასევე ძალიან ნიჭიერი Olivier Rousteing, რომელიც 2009 წლიდან მუშაობდა BALMAIN–თან, მანამდე კი 6 წელი ROBERTO CAVALLI-ის ბრენდთან. კონტრაქტი უკვე პროცესშია და ალბათ უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ვნახოთ როგორ გაართმევს თავს ამ მძიმე მოვალეობას ოლივერი და შეუნარჩუნებს თუ არა ამ ბრენდს მიღწეულ წარმატებას და სახელს. GooD Luck Olivier !!!!