27 მაისს New york–ში Donna Karan–მა resort 2012 წლის კოლექცია წარმოადგინა, მაგრამ არა ჩვენების სახით. თამამად გამოვთქვამ ჩემს აზრს და ვიტყვი, რომ ეს კოლექცია პირადად ჩემთვის სრული ჩავარდნა იყო. შეიძლება ეს ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალსიწინებით ვაფასებ ასე უარყოფითად. პირველ რიგში დავიწყებ თავად ლუქებით. მათი ნახვისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სადღაც უკვე მქონდა ნანახი თითოეული მათგანი და ისინი არა გამოცდილი, დახვეწილი და უკვე კარგად ნაცნობი დიზაინერის, არამედ რომელიმე დამწყების გაკეთებული იყო, არეული და ქაოსური კოლექცია, არალოგიკური გადასვლები, არასწორად შერჩეული მოდელები და თავად სურათებიც კი არასასიამოვნო გარემოში. ყველა ეს ფაქტორი კოლექციას უფრო უკარგავდა ისედაც დაკარგულ ელფერს. ნამდვილად არველოდი ასეთ რამეს Donna Karan–სგან.