1. პირველი ANNA DELLO RUSSO, იაპონური VOGUE-ის რედაქტორი და შემოქმედებითი კონსულტანტი. დახასიათებულია როგორც "passionate fashionista" და ჰელმუტ ნიუტონმა აღწერა იგი როგორც "fashion maniac". მართლაც იგი ყოველთვის გამოირჩევა განსხვავებული ჩაცმის სტილით, ძალიან უყვარს თმის ორიგინალური აბადოკები, როგორებიც UFW–ზე ანუკი არეშიძესაც ამშვენებდა, ამ აქსესუარმა ბევრის აღფრთოვანება გამოიწვია თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ შთაგონების წყარო ANNA DELLO RUSSO არ იყო.
დღესდღეობით ანას 4000 წყვილი ფეხსაცმელი აქვს და მგონი არც აპირებს გაჩერებას, გარდა ამ მანიისა რედაქტორმა გადაწყვიტა, რომ არავისზე ნაკლები არ იყო და საკუთარი სახელობის სუნამო გამოუშვა, რომელსაც ქალის ფეხსაცმლის ფორმა აქვს და სარეკლამო კამპანიაშიც თვითონ მიიღო მონაწილეობა.
2. ANNA WINTOUR - ამერიკული VOGUE-ის რედაქტორია და 1988 წლიდან FASHION ტახტის მფლობელად ითვლება, აგერ უკვე ოცი წელია. არის ძალიან მკაცრი და მისთვის მოდა თამაშივითაა, სადაც წესები შეცვალა. მან დაარღვია საზღვრები, რომლითაც შემოფარგლული იყო ჟურნალი და გარეკანზე გაყინული ქერა მოდელების სახეების მაგივრად მან ყურადღება გაამახვილა სხეულზე და სტუდიიდან ბუნებაში გადაინაცვლა. ანას სიტყვას მოდაში უდიდესი ფასი აქვს, მისი რჩევით პარიზის მოდის კვირეულის დღეებიც კი შეამცირეს. აქვს ცხოვრების უცვლელი რეჟიმი, აცვია ყოველთვის დახვეწილად, აქსესუარებიდან განსაკუთრებით უყვარს CHANEL–ის შავი სათვალე და ვერ იტანს პატარა ზომის ჩანთებს. რაც შეეხება მის თავისუფალ დროს, გი არასდროს არ რჩება არცერთ წვეულებაზე 20 წუთზე მეტხანს. 2008 წელს ანამ აიღო ორდერი თავად დედოფალ ელიზაბეტ II – სგან, როგორც "მსოფლიო კულტურის მამოძრავებელი ძალის მქონე ქალბატონი".
3. EMMANUELLE ALT – ფრანგული VOGUE – ის რედაქტორი, ის სულ რაღაც 2011 წლის თებერვლიდან არის ამ თანამდებობაზე, ამიტომ ჯერჯეობით ნაადრევია მის დამსახურებებზე და მიღწევებზე ლაპარაკი. თუმცა შემიძლია ერთი–ორი სიტყვით წარმოდგენა შეგიქმნათ ამ ადამიანზე. იგ ყოველთვის იცვამს ახალგაზრულად; ჯინსები, ქვედაბოლოები, ხშირად აცვია ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ატარებს მსუბუქ, ახალგაზრდულ მაკიაჟს. დამთავრებული აქვს Asomption - Lübeck school - ში, რომელიც მდებარეობს პარიზში, რომელიც არის ბურჟუაზიული დაწესებულება. ამ სკოლის კურსდამთავრებულები კარიერას განაგრძობენ ისეთ მოდის სახლებში, როგორებიცაა: GIVENCHY, PRADA, LORIS AZZARO, LOUIS VUITTON DA CHRISTIAN DIOR. p.s მისი წინამორბედი იყო Carine Roitfeld, რომელი 2001 –2011 წლებშ იყო ფრანგული VOGUE – ის რედაქტორი.
4. Aliona Doletskaya – რუსული VOGUE – ის რედაქტორი, უკვე 13 წელია. მას რუსეთის ანა ვინტურსაც უწოდებენ ხშირად და იყო ჭორები, რომ მისი გზა ამერიკულ VOGUE– ისთან მივა და ანას ადგილს დაიკავებს. ალიონას კარგად აქვს დაბალანსებული სხვაობა High fashion-სა და commercialism–ს შორის. მად დაარღვია სტანდარტები და სილამაზის შექმნა დაიწყო ახლის ძიებით. მას აქვს ისეთივე დახვეწილი სტილი, როგორიც ანა ვინტურს
No comments:
Post a Comment