Pages

Wednesday, May 11, 2011

CHANEL cruise 2011/2012 RTW

9 მაისს, საფრანგეთში, კერძოდ ანტიბაში, ერთ–ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო "Du Cap" –ში გაიმართა CHANEL-ის საკრუიზო 11/12 წლის კოლექციის ჩვენება. რათქმა უნდა ირგვლივ ყველაფერი იდეალურად იყო მოწყობილი, როგორც ეს CHANEL-ს შეეფერება და სჩვევია, რაც შეეხება კოლექციას; ძირითადი ფერები: ყვითელი, იისფერი, სპილოსძვლისფერი, შავი და თეთრი. გამოყენებული იყო, როგორც სქელი, ასევე თხელი შიფონის ნაჭრებიც. დამახასიათებელი დახვეწილობა, სიმდიდრე, ამასთანავე, სისადავე და ქალურობა არცერთ Look–ს არ აკლდა. წარმოდგენილი იყო ქვედაბოლოები, მინი და მაქსი კაბები, ბლუზები, შარვლები, საცურაო კოსტუმები, საშუალოდ დატვირთული აქსესუარები, ქუდები, სათვალეები, პარეოები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩანთებს იგი განსხვავებით სხვა კოლექციებისაგან ამ სეზონზე სკივრის ფორმით წარმოგვიდგინა KARL LAGERFELDმა. მაკიაჟი ყოველდღიური და სადა, ისევე როგორც თმა, თავისუფლად შეკრული სტილის. მაღალყელიანი სანდლები, ასევე, ოდნავ პატარ ქუსლზე საზაფხულო ღია ფეხსაცმელი. ქალის კოლექციასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე მამაკაცის ლუქიც.

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...