My favorite
მაღაზია-სალონი A Paris (ირაკლი აბაშიძის 30) თბილისელ ქალბატონებს საშუალებას აძლევს შეიმოსონ
სწორედ ისეთი ტანსაცმლით, როგორსაც თანამედროვე პარიზელები ატარებენ.
მაღაზია არ არის გათვლილი მხოლოდ ერთ სოციალურ ფენაზე. კოლექციები
შეიცავენ როგორც ძვირადღირებულ ცნობილი ბრენდების, ასევე ხელმისაწვდომი
ფასების მქონე ხარისხიან და მოდურ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. მათთან გაკეთებული პირველი შენაძენისას თქვენ გაგიფორმდებათ კადო-ბარათი,
რომელიც შემდგეგი შენაძენის შემთხვევაში საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ ფასდაკლებებით და მიიღოთ სხვადასხვა სახის საჩუქრები. მაღაზიაში არსებული მოდელის რაოდენობა არ
აღემატება 3 ცალს, რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი და
იყოთ გამორჩეული.