Pages

Wednesday, April 20, 2011

Fashion industry in GEORGIA

"მოდა და საქართველო", ვფიქრობ ეს ორი სიტყვა ჯერ მაინც და მაინც კარგად არ ერწყმის ერთმანეთს. ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ შავი ფერი ითვლება ყველაზე აქტუალურად და სადაც არ არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, ჩემი აზრით, ჯერ–ჯერობით, მოდაზე, როგორც ფართო ცნებაზე საუბარი ზედმეტია.
სიტყვა კრიტიკის ხსენებაზე ყველას ერთი და იგივე აზრი უჩნდება და ფიქრობენ, რომ იგი აუცილებლად  უარყოფითი უნდა იყოს, მაგრამ კრიტიკა ნიშნავს –  რისამე განხილვას ღირსებისა და ნაკლის გამოსარკვევად, შეფასების მიზნით ანუ მოკლედ რომ ვთქვათ – "გარჩევის ხელოვნება" –ს, მაგრამ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყველას იცნობს და ყველა ყველას "მეგობარია" კრიტიკაც არ არის და ამის მხრივ მხოლოდ დიზაინერი და მომხმარებელი ზარალდება. ზოგიერთი ქათველი დიზაინერი ჩვენების შემდგომ სრულიად საკუთარ თავში დარწმუნებული ფიქრობს, (ეს აზრიც ისევ და ისევ კეთილისმსურველი "მეგობრების" აზრებიდან გამომდინარე) რომ მისი კოლექცია იყო ძალიან დახვეწილი, ხარისხიანი და მომზადებული საქართველოს ფარგლებს გარეთ გასატანად, საფრანგეთში, იტალიასა თუ ნიუ–იორკში, მაგრამ ჩემი საკუთარი აზრით, საქართველოს მოდის კვირეულზე 2011/2012 წლის კოლექციების ჩვენებაზე სულ რამდენიმე დიზაინერს თუ მივცემდი იმის უფლებას, რომ საკუათარი თავი და ნაწარმი წარმოეჩინა.
ეს დიზაინერებია:  
1. დათუნა სულიკაშვილი – ვფიქრობ ეს ადამიანი ძალიან ნიჭიერია, პირველ რიგში აღსანიშნავია ფერების თანმიმდევრული გადასვლა და კარგად "დალაგებული" კოლექცია, (რაც ძალიან იშვიათად ახასიათებთ ჩვენს დიზაინერებს) მისი Look-ები იყო საკმაოდ დახვეწილი, მსუბუქი და კარგად გააზრებული. იყო ხარვეზებიც, მაგრამ საერთო შეფასებით ძალიან მომეწონა.
2.ზენკა & მარი – ამ ორ ახალგაზრდა დიზაინერს, წინა კოლექციასთან შედარებით ამჯერად უფრო დადებითად შევაფასებ. ავღნიშნავდი ფერთა შეხამებას, რომელიც ქსოვილებთან ერთად საოცრად ეხამებოდა სეზონს, რომლისთვისაც იგი შეიქმნა. მთლიანობაში კოლექცია ერთ ესკიზზე აწყობილი და ერფეროვანი მომეჩვენა, რამდენიმე Look–ს თუ არ ჩავთვლით.
რაც შეეხება უარყოფით შეფასებებს: ავღნიშნავ გიორგი ფანცულაიას, რომლის კოლექციაც იყო ძალიან პრიმიტიული და უკვე "კარგად ნაცნობი". ჩემი აზრით არასწორად იყო შერჩეული მთავარი აზრი ანუ აღმოსავლური სტილი. ამიტომ ამ  Look–ების ნახვისას არ უჩნდებოდა ადამიანს იმის შეგძრნება, რომ ეს რაღაც ახალია და მას ანალოგი არ ექნება. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ ანუკა ქებურია ძირითადად აქსესუარებს წამოადგენს, მაინც მიუღებელი იყო ჩემთვის ფეხსაცმლის და ჩანთების ასეთი დემონსტრირება, მითუმეტეს რომ ეს აქსესუარებიც თითქმის ერთმანეთის იდენტური იყო, ასევე "performance"  ჩვენების უბრალო შესავალს უფრო გავდა, ვიდრე კრეატიულ დადგმას. ასევე უარყოფითად დავახასიათებდი: გოლას, გოგა ნიქაბაძეს და აკა ნანიტაშვილს
საბოლოო ჯამში ამ სეზონის Georgian Fashion week–მა ჩემზე ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. ვფiქრობ დიზაინერები არ იყვნენ საკმარისად მომზადებულნი და ბევრ მათგანს კოლექცია გათვლილი გაზაფხული/ზაფხულზე უფრო ჰქონდა ვიდრე შემოდგომა/ზამთარზე.
3–8 მაისის ჩათვლით კი დაველოდოთ Tbilisi Fashion week–ს, სადაც პროფესიონალებთან ერთად დამწყები დიზაინერებიც წარადგენენ საკუთარ კოლექციებს.

(ფოტომასალა:www.instyle.ge)


No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...