Monday, June 13, 2011
Thursday, June 9, 2011
Saturday, June 4, 2011
Turban in Vogue
მოდა ის არის რაც ადამიანს მოსწონს და უხდება და არ აქვს მნიშვნელობა 2012 წლის კოლექციიდან თუ რაიმეს 2014 წელსაც ჩაიცმევ, რადგან მოდა ბრუნვადია. ძალიან მომწონს ჩალმები და ვთვლი, რომ ქალს ძალიან უხდება, რათქმა უნდა ზომიერად და ტანისამოსთან შეხამებით. ძალიან მომხიბლავია როდესაც ჩალმითაა დაფარული თმა და სახის სილამაზე უფრო იკვეთება. 2012 წლის resort კოლეციებში Elie tahari–მ და Missoni–მა უკვე შემოგვთავაზეს ეს ლამაზი აქსესუარი, ვნახოთ გახდება თუ არა ის ერთ–ერთი ტრენდი 2012 წელს
Friday, June 3, 2011
DKNY ?
27 მაისს New york–ში Donna Karan–მა resort 2012 წლის კოლექცია წარმოადგინა, მაგრამ არა ჩვენების სახით. თამამად გამოვთქვამ ჩემს აზრს და ვიტყვი, რომ ეს კოლექცია პირადად ჩემთვის სრული ჩავარდნა იყო. შეიძლება ეს ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალსიწინებით ვაფასებ ასე უარყოფითად. პირველ რიგში დავიწყებ თავად ლუქებით. მათი ნახვისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სადღაც უკვე მქონდა ნანახი თითოეული მათგანი და ისინი არა გამოცდილი, დახვეწილი და უკვე კარგად ნაცნობი დიზაინერის, არამედ რომელიმე დამწყების გაკეთებული იყო, არეული და ქაოსური კოლექცია, არალოგიკური გადასვლები, არასწორად შერჩეული მოდელები და თავად სურათებიც კი არასასიამოვნო გარემოში. ყველა ეს ფაქტორი კოლექციას უფრო უკარგავდა ისედაც დაკარგულ ელფერს. ნამდვილად არველოდი ასეთ რამეს Donna Karan–სგან.
Saturday, May 28, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)