27 მაისს New york–ში Donna Karan–მა resort 2012 წლის კოლექცია წარმოადგინა, მაგრამ არა ჩვენების სახით. თამამად გამოვთქვამ ჩემს აზრს და ვიტყვი, რომ ეს კოლექცია პირადად ჩემთვის სრული ჩავარდნა იყო. შეიძლება ეს ცოტა გაზვიადებული ნათქვამია, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალსიწინებით ვაფასებ ასე უარყოფითად. პირველ რიგში დავიწყებ თავად ლუქებით. მათი ნახვისას მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სადღაც უკვე მქონდა ნანახი თითოეული მათგანი და ისინი არა გამოცდილი, დახვეწილი და უკვე კარგად ნაცნობი დიზაინერის, არამედ რომელიმე დამწყების გაკეთებული იყო, არეული და ქაოსური კოლექცია, არალოგიკური გადასვლები, არასწორად შერჩეული მოდელები და თავად სურათებიც კი არასასიამოვნო გარემოში. ყველა ეს ფაქტორი კოლექციას უფრო უკარგავდა ისედაც დაკარგულ ელფერს. ნამდვილად არველოდი ასეთ რამეს Donna Karan–სგან.
Friday, June 3, 2011
Saturday, May 28, 2011
Tuesday, May 24, 2011
Saturday, May 21, 2011
Oscar de la renta's 2012
16 თებერვალს NY-ში Park Avenue–ზე მდებარე ეკლესიაში გაიმართა Oscar de la renta–ს resort 2012–ის ჩვენება. მისი შთაგონების წყარო უდაოდ პაბლო პიკასო და მისი კუბისტური პერიოდი იყო. გამოიყენა თითქმის ყველანაირი ფერი, ასევე განსხვავებული და მრავალფეროვანი იყო წარმოდგენილი ლუქები. 63 კოსტუმს შორის იყო: შარვლები, პიჯაკები, როგორც ყოველდღიური ასევე საღამოს კაბები, ქვედაბოლოები, ქუდები და ერთი–ორი საცურაო კოსტუმიც კი. კოლექცია საკმაო დახვეწილობით გამოირჩეოდა. მაგალითად მე 63 კოსტუმიდან მინიმუმ 50 მომეწონა. ფეხსაცმელებს რაც შეეხება არ იყო სტანდარტული და ყველა ლუქს თავისი დამახასიათებელი და შესაბამისი ფერის ამშვენებდა. იშიათად იყო გამოყენებული ჩანთები და აქსესუარები, თუმცა დიზაინერს არ დავიწყებია ორიგინალური ყელსაბამები, რომელიც ძალიან ამდიდრებდა თითოეულ კოსტუმს. Oscar de la renta–ს არც ნაჭრების არჩევის მხრივ არ შეუზღუდავს თავი და აქაც მრავალფეროვანი არჩევანით წარმოგვიდგა. საღამოს კაბებიც ჩვეული დახვეწილობით და ქალურობთ ხასიათდებოდა.
![]() |
| Pablo Picasso - still life with mandolin |
Sunday, May 15, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)



















