Pages

Saturday, November 8, 2014

Sopo Gongliashvili Art



სოფო გონგლიაშვილი პროფესიით დიზაინერია და ამჟამად ტიხრულ მინანქარზე მუშაობს. დაამთავრა თბილისის აპ. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია.
ემალზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო, თავიდან თვითმფრინავებს აკეთებდა, შემდეგ უკვე ბეჭდების შექმნა დაიწყო. ყოველთვის ცდილობს განსხვავებული და საინტერესო ფორმები შექმნას იმ ადამიანებისთვის ვინც იძენს და იყენებს მის აქსესუარებს. ინსპირაციის წყარო ყოველთვის რეალური ცხოვრებიდან მოდის და რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ თითქმის ყველა კოლექცია სიყვარულის თემაზეა აგებული. 
მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებსა და პროექტებში. რამდენჯერმე იყო პარიზის პრესტიჟული გამოფენების მონაწილე, London Fashion showcase-ზე კი მეორე ადგილი აიღო 27 ქვეყნის დიზაინერს შორის. 
ახლახანს ჩამოვიდა პარიზიდან, სადაც მონაწილეობას იღებდა სოფია ჭყონიას მიერ ორგანიზებულ showroom-ში, 6-დან 22 მდე ნოემბრამდე აქვს გამოფენა ბერლინში, საკმაოდ საინტერესო გალერეაში, 9 ნოემბერს კი აქვს გამოფენა Art Georgia-ს ფარგლებში, Tbilisi Rooms Hotel-ში. ასევე აქვს ძალიან ბევრი მიწვევა სხვადასხვა ქალაქიდან, იმედოვნებს რომ რამდენიმე მათგანში მაინც მოახერხებს წასვლას. 
შეუძლებელია მისმა ორიგინალურმა და დიდი სიყვარულით შესრულებულმა ნამუშევრებმა მნახველის გული არ დაიპყროს. იყავით განსხვავებულები და ატარეთ აქსესუარები, რომლებიც თქვენს სადა look-ს მთლიანად შეცვლის და გაამრავალფეროვნებს. წარმატებებს ვუსურვებ ქ-ნ სოფოს და ვიმედოვნებ მის ნიჭს მალე მთელი მსოფლიო დაინახავს და აღიარებს.









No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...