Pages

Sunday, June 17, 2012

A Paris


                                                                 My favorite
მაღაზია-სალონი A Paris (ირაკლი აბაშიძის 30) თბილისელ ქალბატონებს საშუალებას აძლევს შეიმოსონ სწორედ ისეთი ტანსაცმლით, როგორსაც თანამედროვე პარიზელები ატარებენ. მაღაზია არ არის გათვლილი მხოლოდ ერთ სოციალურ ფენაზე. კოლექციები შეიცავენ როგორც ძვირადღირებულ ცნობილი ბრენდების, ასევე ხელმისაწვდომი ფასების მქონე ხარისხიან და მოდურ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და აქსესუარებს. მათთან გაკეთებული პირველი შენაძენისას თქვენ გაგიფორმდებათ კადო-ბარათი, რომელიც შემდგეგი შენაძენის შემთხვევაში საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ ფასდაკლებებით და მიიღოთ სხვადასხვა სახის საჩუქრები. მაღაზიაში არსებული მოდელის რაოდენობა არ აღემატება 3 ცალს, რაც საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი და იყოთ გამორჩეული.
მაღაზია A Paris-მ Radisson Blu Iveria-ში გამართულ ჩვენებაში მონაწილე ორი ფავორიტი დიზაინერი სმაკი და მაკა კაკაშვილი პარიზის ერთთვიანი საგზურით დააჯილდოვა, ეს ფაქტი ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო. ამ ორი ადამიანის გაბედნიერებისათვის უდიდეს მადლობას ვუხდით ქალბატონ თიკა კვაჭაძეს.

1 comment:

  1. Martla dzalian kargi magaziaa.yvelaperi xarisxiani da lamazia :)

    ReplyDelete

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...