Pages

Friday, May 18, 2012

TFW Day 1 - AKA Nanitashvili


 AKA Nanitashvili - თბილისის მოდის კვირეული აკა ნანიტაშვილის კოლექციით გაიხსნა ( თუ არ ჩავთვლით თამუნა ინგოროყვას კოლექციას, რომელიც Mawi-ს აქსესუარებთან ერთად ფოტოების სახით იყო წარმოდგენილი). ქართველი დიზაინერებისგან უკვე შეჩვეულები ვართ იმ ფაქტს, რომ შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მაგივრად აუცილებლად გაზაფხული/ზაფხული უნდა წარმოადგინონ, მიზეზი ერთია, სეზონზე კარგად გაეყიდებათ, მაგრამ იმაზე ნამდვილად არ ფიქრობენ მათ კარიერას ამით არაფერი რომ არ ემატება, თუ არ აკლდება პირიქით. შესაბამისად აკა ნანიტაშვილმაც ყველა ქართული წესის დაცვით წარმოადგინა კოლექცია, ჰაეროვანი, ქალური ზაფხულის კაბები, ქვედაბოლოები და ბლუზები. ყველაფერი კარგი მაგრამ ეს ზაფხულის კოლექციაც რომ არ იქნება ისეთი, როგორიც საჭიროა უკვე ზედმეტია. ბლუზები პეიზაჟის სურათის პრინტით!!!!!!!!!! სრული შოკი მივიღე !!! პირველი სამი მოდელის გამოსვლის შემდეგ უკვე ნათელი იყო კოლექციის გაგრძელება და დასრულებაც. არაფერი ახალი, ორიგინალური ან კრეატიული. არანაირი ექსპერიმენტი, არანაირი წინსვლა და ცვლილება.

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...